დღეს მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაული, ყურბან-ბაირამი - მსხვერპლშეწირვის დღესასწაული იღებს სათავეს. დღესასწაული მექაში პილიგრიმობის კულმინაციურ ეტაპს წარმოადგენს. მუსლიმებს სწამთ, რომ ალაჰისადმი უზენაესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, ამ დღეს ყოველმა მორწმუნემ უნდა შესწიროს შინაური ცხოველი, ხოლო ღვთისთვის შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემას მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევება მოჰყვება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს, წარატებებს, სიკეთეს და სულის სიმშვიდეს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
