მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმი თემი მუჰამედ შუამავლის დაბადების 1446-ე წლისთავს აღნიშნავს
21.04.2017
1 / 4

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ქალაქ ბათუმში, შუამავლის მუჰამედის დაბადების 1446-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თურქეთის რელიგიური ატაშე საქართველოში ნები გუმუში, აჭარის რეგიონში მოღვაწე სასულიერო პირები, რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მუსლიმი მრევლი. 
 
შეხვედრა ყურანის კითხვით გახსნ და სიტყვით გამოვიდა საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მან დამსწრე საზოგადოებას მუჰამედ შუამავლის ღვთიური მისიის შესახებ მოკლედ უამბო.

ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა შუამავალი მუჰამედის მიერ დანერგილ ზნეობასა და ფასეულობების შესახებ და მუსლიმ თემს დღესასწაული მიულოცა.
 
დასასრულს მობრძანებულ სტუმრებს საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ მადლობა გადაუხადა, დალოცა ისინი, მშვიდობა და ბედნიერება უსურვა.

View Larger Map