მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმი თემი ყურბან-ბაირამს ზეიმობს
01.09.2017
1 / 1


1-4 სექტემბერს მუსლიმი თემი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან - ბაირამს აღნიშნავს. მუსლიმთა დღესასწაული ეძღვნება იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის - ისმაილის მსხვერპლად შეწირვას. ღმერთისადმი ერთგულების გამო უზენაესმა იბრაჰიმს მსხვერპლი კრავით შეუჩვალა.

დღესასწაულზე მუსლიმი მამაკაცები მზის ამოსვლისთანავე კითხულობენ თაქბირს, ალაჰის განდიდების ლოცვას, რომელიც გრძელდება მეორე და მესამე დღესაც, ვინაიდან სრულიად მუსლიმთა თემისათვის ლოცვა უმნიშვნელოვანეს გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს, სასურველია მან კრებულთან ერთად განადიდოს ღმერთი. სწორედ ამიტომ, თაქბირს კითხულობენ არა მხოლოდ სახლსა და მეჩეთში, არამედ ქუჩებსა და მოედნებზე. ალაჰს კაცები ხმამაღლა განადიდებენ, ხოლო ქალები – ჩუმად.  ამ დღეს მუსლიმი ადრე უნდა ადგეს, განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს. დღესასწაული ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება და მისი მთავარი არსი ქველმოქმედებასა და გაჭირვებული ხალხის დახმარებაშია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს, წარატებებს და სულის სიმშვიდეს უსურვებს მათ.






View Larger Map