მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმთა სამმართველოს 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
11.11.2018
1 / 5


დღეს, სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, მრევლი, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი -შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის, ირანის და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოში ყველაზე დიდი მუსლიმური ორგანიზაციაა, იგი აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ როგორც შიიტ, ისე სუნიტ, ქართველ და აზერბაიჯანელ მუსლიმ მრევლს.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგაოდებას სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს შეიხმა -რამინ იგიდოვმა, დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლარ -ქამაშიძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა  -იასინ ალიევმა.

გამომსვლელებმა სამმართველოს მიერ 2018 წელს გაწეულ საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარადგინეს, ისაუბრეს წლის განმვლობაში მეჩეთების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოების, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ.  ერთხმად და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში, რელიგიის სფეროში გატარებული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს მუსლიმი თემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. მომხსენებლებმა განსაკუთრებული მადლობა გადუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს, მხარდაჭერისათვის და რელიგიის სააგენტოს აქტიური ჩართულობისათვის.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების პარტნიორულ ურთიერთ-თანამშრომლობასა და სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისათვის განხორციელებულ პროექტების შესახებ, კერძოდ ბოლო წლებში მუსლიმ თემს გადაცემული აქვს ორასზე მეტი მეჩეთი და 15 მილიონ ₾-ზე მეტი ფინანსური დახმარება, მისი განხხადებით აღნიშნული პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

მუსლიმ თემს სიტყვით მიმართა ქვემოქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარესა და სტუმრებს ჩართულობისათვის, მათი განცხადებით სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო გაიზრდება, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.






View Larger Map