მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ნათლისღების ლიტურგია ვალეს კათოლიკურ ეკლესიაში
10.01.2021
1 / 3


დღეს, სოფელ ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ეკლესიაში ნათლისღების ლიტურგია გაიმართა, რომელსაც ტაძრის მოძღვარი, მამა მიხეილ სურმავა უძღვებოდა. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და რელიგიის სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის კოორდინატორი, ელვარდ ზაზაძე.

            ლიტურგიის დასრულების შემდგომ, ტაძრის მოძღვარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანადგომისა და ყურადღებისთვის, რომელსაც იგი კათოლიკური ეკლესიის მიმართ იჩენს, კერძოდ - covid-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.

ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ბეტანკურმა, სიტყვით მიმართა მრევლს, მიულოცა დღესასწაული, ასევე, ხაზი გაუსვა რელიგიის სააგენტოს მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სამცხე- ჯავახეთის კოორდინატორს, ელვარდ ზაზაძეს იმ თანადგომისათვის, რომელსაც იგი იჩენს კათოლიკური ეკლესიისა  და მრევლის მიმართ.

რელიგიის სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ, ნათლისღება მიულოცა სასულიერო პირებსა და ტაძარში მყოფ მრევლს. დასასრულ, ვატიკანის ელჩმა რელიგიის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი სადილზე მიიწვია.






View Larger Map