31 მაისს, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა და საქართველოს ებრაელთა კავშირმა ონის სინაგოგის 120 წლისთავთან დაკავშირებით ონის სინაგოგის აღმშენებელთა შთამომავლებთან შეხვედრა გამართა. შეკრებილ სტუმრებს მიესალმნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მუზეუმის დირექტორი გივი ღამბაშიძე, მუზეუმის ყოფილი დირექტორი შალვა წიწუაშვილი, ჟურნალისტი ჯამლეთ ხუხაშვილი და სხვები. ნაჩვენები იქნა ონის სინაგოგის აღმშენებლის- ელია ამშიკაშვილისა და მისი შთამომავლის, საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტის, ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის ღვაწლმოსილი მემატიანის, დავით ბუზუკაშვილის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი „უსახლკარო არქივის ფურცლები“. დავით ბუზუკაშვილის ქალიშვილმა, ჟურნალისტმა მარინა ბუზუკაშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ საზოგადოებას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
