მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ორგანიზაცია ალულბეითში რელიგიური ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ მიმართული კონფერენცია გაიმართა
18.12.2019
1 / 5


დღეს ორგანიზაცია „ალულბეითში“, გაიმართა  კონფერენცია - „რელიგიური ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის საფრთხის პრევენციისათვის ჯანსაღი რელიგიური განათლების როლი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავად კევამ შაჰიდი, თურქეთის საელჩოს ატაშე რელიგიის საკითხებში, აჰმედ ერდემი, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი, რაჰიმ რაჰიმზადე, ასევე, ირანის ისლამური სემინარიის რექტორის მოადგილე და ექსტრემიზმთან ბრძოლის კონგრესის მდივანი, მოჰამად ჰოსეინ ზამანი, ექსტრემიზმთან ბრძოლის კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში, მოჰამადრეზა ხოშრო, ირანის წინამძღოლის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი წევრი, ესჰაყ მადანი და სხვა სტუმრები.

შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ზაზა ვაშაყმაძემ, მან რელიგიური ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ არსებულ სახელმწიფო მექანიზმებზე ისაუბრა, კერძოდ საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რელიგიის თავისუფლების დაცვის საკითხებში სასულიერო პირების, მედიის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლების მიზნით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებულ ტრენინგებს, ასევე, ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობასა  და რელიგიის სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციებს.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ როლს ასრულებს, როგორც სასულიერო ისე ზოგადი განათლება და ამ კუთხით რელიგიის სააგენტო აქტიურად მუშაობს.

 





View Larger Map