მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ სახელმწიფოსგან გამოყოფილი დაფინანსება უკვე მიიღო
24.12.2014
1 / 2


 

  საქართველოს მთავრობის დადგენილების  შესაბამისად,  ოთხმა რელიგიურმა კონფესიამ - სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, კათოლიკურმა ეკლესიამ, მუსლიმთა და ებრაელთა თემებმა სახელმწიფოსგან გამოყოფილი დაფინანსება უკვე მიიღო. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს   ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნული კონფესიების ლიდერებთან პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა:
"დადგენილება, რომელიც მიღებული იყო მთავრობის მიერ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება და საქართვლოში მუსლიმური, სომხური, კათოლიკური და ებრაული თემების დასაფინანსებლად  რამდენიმე მილიონი ლარი გამოყო. ოთხივე კონფესიასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. თანხები დარიცხულია მათ ანგარიშზე“.  აღინიშნა აგრეთვე, რომ იმ კონფესიებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2015 წელს დაფინანსება გაუორმაგდებათ.

 სააგენტოს თავმჯდომარე  არ გამორიცხავს, რომ დღეს არსებულ ოთხ კონფესიას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, კიდევ 2-3 კონფესია დაემატოს. "ამაზე მიდის მუშაობა და ანალიზში სტატისტიკური აღწერის შედეგები დაგვეხმარება" - განაცხდა ვაშაყმაძემ.
რაც შეეხება საკითხს, თუ რაში დაიხარჯება თანხები,  აღინიშნა, რომ ეს გაწერილია  სააგენტოსა და ოთხ კონფესიას შორის  გაფორმებულ ხელშეკრულებაში. თანხა ძირითადად მოხმარდება კულტურულ, საქველმოქმედო, სარესტავრაციო, საგანმანათლებლო,  რელიგიურ მსახურებას.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნული რელიგიური კონფესიების ლიდერებს მთავრობის  ადმინისტრაციაში დღეს, 24 დეკემბერს,  შეხვდა.

 






View Larger Map