მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
პრემიერ-მინისტრის სახელით იფთარი გაიმართა
30.04.2022
1 / 16


დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, რამადან ბაირამთან დაკავშირებული ტრადიციული იფთარი-ვახშამი გაიმართა. საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად, რესტორან „ფუნიკულიორის“ წვეულებათა დარბაზში საქართველოს მთავრობის, მუსლიმი თემის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და  საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს რამაზანის თვე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროს მშვიდობიან და მეგობრულ თანაარსებობას, რაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ემყარება, ალტერნატივა არ გააჩნია და სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების როლს ქვეყნის აღმშენებლობაში, მუსლიმანებს მოახლოებული დღესასწაული რამაზან-ბაირამი წინასწარ მიულოცა და მათ სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა უსურვა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აღნიშნა საქართველოს მთავრობის  დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ  და მას განსაკუთრებულ- უწოდა: ტოტალიტარული რეჟიმის დროს განცდილი დევნის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, მუსლიმი თემი, სომხურ, ებრაულ და რომაულ-კათოლიკურ თემთან ერთად, სახელმწიფოსაგან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც წელს, პრემიერის გადაწყვეტილებით, 1. 000.000 ლარით გაიზარდა. მიმდინარეობს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნებისა და რეგისტრაციის პროცესი. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მუსლიმი თემის უნიკალურობას, რადგან ქართველი, აზერბაიჯანელი, ქისტი, ლეკი, ჩეჩენი მუსლიმანები, შიიტები და სუნიტები მშვიდობიანად თანაარსებობენ და მეჩეთში ერთად ლოცულობენ.

ღონისძიებას დაესწრნენ: აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მუსლიმთა შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს






View Larger Map