მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
პრემიერ მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
03.12.2018
1 / 5


ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, განათლების მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, კახი კალაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

            ხანუქა ებრაული განახლებისა და კურთხევის დღესასწაულია, იგი მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდისა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდება, დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება.

            საქართველოს პრემიერ მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ მრევლსა და სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ერების 26-საუკუნოვან მეგობრობას: „დღევანდელი დღე ებრაელი ხალხისთვის გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეს, როცა ებრაელი ხალხი ანთებს სანთელს, ესაა სიმბოლო იმისა, რომ არსებობს იმედი და ერთსულოვნებით ყველაფრის გადალახვა შეიძლება. ქართველი და ებრაელი ხალხის ძმობა და მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. ეს არის სრულიად უნიკალური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ქართველი ებრაელები ყოველთვის იყვნენ ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას „იუნესკო" მალე აღიარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რადგან ეს ურთიერთობა და ძმობა ყველასთვის სამაგალითოა. 






View Larger Map