საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა და კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება - კერძოდ: მეოთხე წელია, სახელმწიფო აფინანსებს მუსლიმ თემსა და კიდევ რამდენიმე რელიგიურ გაერთიანებას კომუნისტური რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით; გრძელდება მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობების რეგისტრაცია, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები; რამდენიმე საჯარისო ნაწილში გაიხსნა სამლოცველოები მუსლიმანი ჯარისკაცებისთვის.
პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ იფთარს საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები დაესწრნენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
