დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა საქართველოში რელიგიურ თემებთან დაკავშირებული საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და კავკასიის საერთაშორისო ურთიერთობების ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ დადებითად შეაფასეს ახალგაზრდების აქტიურობა, რელიგიის საკითხებისადმი მათი ინტერესი და გამოთქვეს სურვილი, რომ პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტები კვლავაც ითანამშრომლებენ რელიგიის სააგენტოსთან.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 