პროტესტანტული სამყარო 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო (ყოველთა წმინდათა) ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ საკათედრო ტაძარში ქრისტიანთა ერთობისთვის ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა ეპისკოპოსმა ჰანს-იოახიმ კიდერლენმა. ღონისძიებას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და თანამშრომლები და ლათინ-კათოლიკეთა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
