ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა იზეიმეს სამცხე-ჯავახეთში. შალვა ახალციხელის სახელობის ახალციხის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.