უფლის ხორციელად შობას ახალციხის რაბათის კათოლიკურ, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო მსახურებით შეხვდნენ, რომელსაც მღვდელი იაცეკ სიემიენიაკი უძღვებოდა. ტაძარში შეკრებილ მრევლს შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.