ქრისტეშობას საზეიმოდ აღნიშნავენ აჭარაში. ბათუმის სახარების რწმენის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას პასტორები, იგორ ჩიკალოვი და ბესო ჩიხლაძე უძღვებოდნენ. მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, მიესალმა და შობა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.
შემდეგ სააგენტოს კოორდინატორი ბათუმის სული წმინდის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო საზეიმო წირვას, რომელიც პადრე გაბრიელ ბაგრანტინიმ აღალინა. აბესალომ ასლანიძემ კათოლიკეებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობის დღესასწაული მიულოცა.
სააგენტოს კოორდინატორმა შობა მიულოცა, ასევე, პროტესტანტულ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს, სადაც საზეიმო ღვთისმსახურებას გენადი მალაყმაძე უძღვებოდა.
ბოლოს კი აბესალომ ასლანიძე ყველა რელიგიის გაერთიანება სამოციქულო ევანგელურ-ქრისტიანულ „სული წმინდის სამეფო“ ეკლესიას ეწვია, სადაც მსახურებას პასტორი, გედეონ რომანაძე უძღვებოდა და შობის დღესასწაული მიულოცა მათ.