დღეს, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში, რამადან ბაირამისადმი მიძღვნილი საზეიმო ლოცვა აღავლინა დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.
სასულიერო პირებსა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.