მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისი
02.04.2022
1 / 1


 2 აპრილიდან საქართველოს მუსლიმები რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავენ, რომელიც ისლამის ხუთი აუცილებელი ბურჯიდან ერთ-ერთია. მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ეს თვე ითვლება ყველაზე მადლიანად, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამადზე და ამ თვეში შთააგონა ალაჰმა მუჰამადს მოციქულის მისია.

ყოველი მუსლიმი ვალდებულია რამადანის თვე მარხვაში გაატაროს. რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე ანუ იფტარზე მიპატიჟება.

რამადანის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი ამ დროის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.






View Larger Map