მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისი
23.03.2023
1 / 1


23 მარტიდან ისლამური სამყარო რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავს. მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ეს თვე ითვლება ყველაზე მადლიანად, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამადზე და ამ თვეში შთააგონა ალაჰმა მუჰამადს მოციქულის მისია.

რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება, ვახშამზე ანუ იფტარზე მიპატიჟება. განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი ამ დროის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.






View Larger Map