მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის მუზეუმში ტოლერანტობის დღისადმი კვირეული გაიხსნა
13.11.2025
1 / 3


13 ნოემბერს, ბათუმში,  რელიგიის მუზეუმში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი (16 ნოემბერი) მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.

გამოფენაზე სახელწოდებით - „რწმენათა დიალოგი“. სხვადასხვა რელიგიების რარიტეტული მნიშვნელობის მქონე ხელნაწერი წიგნები, ღვთისმსახურების რიტუალისათვის საჭირო  არტეფაქტები, რელიგიურ ნაგებობათა ამსახველი საარქივო ფოტომასალის  ბეჭდური ვერსიებია წარმოდგენილი.

ღონისძიებას, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიესალმა და დამსწრეთ დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა, აბესალომ ასლანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა რელიგიის სააგენტოს წვლილს ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.






View Larger Map