მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო აფხაზეთიდან დევნილებს დაეხმარა
24.11.2025
1 / 3


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რელიგიის სააგენტო და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარნენ. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ზუგდიდში მცხოვრები ოჯახებისთვის აფხაზეთის მთავრობას ჰუმანიტარული ტვირთი - 40 ფუთა ტანსაცმელი გადასცა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ავთანდილ ქარაიამ მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის.

აქციაში მონაწილეობდნენ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები ლაშა მჭედლიძე და სერგო კერესელიძე.

საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.






View Larger Map