მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას ულოცავს
14.09.2015
1 / 1


 

რელიგიის სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და  მართლმადიდებელ მრევლს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას ულოცავს.

სავარაუდოდ, ახალი საეკლესიო წელიწადის - ინდიქტიონის  ათვლა 14 სექტემბრიდან (ახალი სტილით) პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამ დღეს , ძველი სტილით 1 სექტემბერს , ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემს ზედა, რომლისათვის მცხო მე.... ქადაგებად წელიწადი უფლისა შემწყნარებელი“ .

ამ დღეს  უკავშირდება ასევე კოსტანტინე დიდის გამარჯვების შემდეგ ქრისტიანული სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება.

რელიგიის სააგენტო ახალი საეკლესიო წლის დასაწყისში ყველა მართლმადიდებელს სულის მხნეობა უსურვებს.

 

 






View Larger Map