რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღესასწაულია. ესაა განახლების, იმედის, სიხარულის, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე. სიხარული და მშვიდობა თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მსოფლიოს ყველა ადამიანს. ქრისტე აღდგა!
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
