რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან არსებულ მოწყალების სახლს ჰუმანიტარული ტვირთი, კერძოდ 8 ყუთი საკვები გადასცა. დეკანოზმა იაკობ უშიკიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს თანადგომისთვის.
მოწყალების სახლს ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ადამიანი სტუმრობს. მათ და მათი ოჯახის წევრებს საკვებითა და ტანსაცმლით ეხმარებიან. ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან ფუნქციონირებს სამრევლო სკოლაც. აქ ბავშვები უსასყიდლოდ ეუფლებიან სხვადასხვა ხელსაქმეს, ხატწერასა და გალობას.
აქციაში მონაწილეობდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.