მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო პრაღის კონფერენციაში მონაწილეობს
12.11.2025
1 / 4


დღეს, პრაღაში,  ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ეგიდით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის  კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“.

კონფერენცია  გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პეტრ პაველი.

რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ალიანსის (IRFBA) ხუთწლიან საქმიანობაზე ისაუბრა IRFBA-ს თავმჯდომარემ, ფილოსოფიის დოქტორმა რობერტ რეჰაკმა.

კონფერენციის საქმიანობაში მონაწილეობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით.

იგეგმება პანელურ სხდომებზე სააგენტოს თავმჯდომარის ორი გამოსვლა, პირველი - ოკუპირებულ  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რელიგიური უფლებების დარღვევის თემაზე, მეორე - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობაზე საქართველოში.

ღონისძიებას ესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.






View Larger Map