რუსთავის ეკლესიაში დღეს სულთმოფენობა იზეიმეს - საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. სადღეასწაულო მსახურებას პასტორი, გიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.
ტაძარში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა წარმომადგენელმა, აბაი ფაშაევმა. ღონისძიებას ესწრებოდა ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე.