მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო ქართულ-ამერიკულ კონფერენციას მასპინძლობს
09.07.2024
1 / 20


დღეს, ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ“ გაიხსნა მეორე ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ბობ რობერთსი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე.

პირველი მოხსენებით თემაზე  „განათლება რადიკალიზმის წინააღმდეგ“ კონფერენციის წინაშე წარსდგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა ბობ რობერთსმა ისაუბრა თემაზე „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მულტირწმენითი ურთიერთობის მშენებლობით“,  რელიგიური ტოლერანტობის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, პრეზენტაცია წარადგინა „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ვიცე პრეზიდენტმა ჯეიმს ჩენიმ,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების დარღვევებს შეეხო რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, ინტერ-კულტურული რელიგიური განათლების აუცილებლობა განიხილა თავის მოხსენებაში „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ უფროსმა თანამშრომელმა დენის ჰოვერმა, რელიგიის როლზე მშვიდობისა და ერებს/ეთნოსებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბების საკითხში ისაუბრა კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრის დირექტორმა კობა ჩოფლიანმა.

კონფერენციის პირველი დღის მუშაობა შეაჯამა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.

მეორე ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას ხვალ დაასრულებს.

რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „რელიგია და კანონის უზენაესობა“ შარშან, თბილისში ჩატარდა.  






View Larger Map