მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება და აფხაზეთის მთავრობა დევნილებს დაეხმარნენ
14.05.2025
1 / 5


დღეს რელიგიის სააგენტომ, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ და აფხაზეთის მთავრობამ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული დახმარება - 20 ფუთა ტანსაცმელი და 30 ცალი სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

რელიგიის სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.






View Larger Map