რელიგიის სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას ულოცავს.
სავარაუდოდ, ახალი საეკლესიო წელიწადის - ინდიქტიონის ათვლა 14 სექტემბრიდან (ახალი სტილით) პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამ დღეს, ძველი სტილით 1 სექტემბერს, ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემს ზედა, რომლისათვის მცხო მე.... ქადაგებად წელიწადი უფლისა შემწყნარებელი“.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
