მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო საქველმოქმედო აქციით მარტვილს ეწვია
04.04.2022
1 / 13


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და  სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები დღეს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ეწვივნენ. სტუმრებმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ჰუმანიტარული დახმარება - 80 ფუთა ტანსაცმელი  და სასწავლო  ნივთების 120 ყუთი გადასცეს. სასწავლებელში 171 ბავშვი სწავლობს. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. პანსიონი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) პატრონაჟით ფუნქციონირებს.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ ყურადღებისთვის, სასწავლებლის მიმართ რომ იჩენენ. საქველმოქმედო აქციას სააგენტო უკვე მეექვსედ ანხორციელებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქმის წარმოების მენეჯერი, მარინა მაზმიშვილი, ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე და თანამშრომელი ოთარ ჭიკაძე.

საქველმოქმედო აქციები გრძელდება.