მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო სოციალურ პროექტებს განაგრძობს
20.01.2022
1 / 5


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მესამე კანონიკური წიგნი - „წიგნი ლევიტელთა (ლევიანნი)“ და რელიგიის სააგენტოს ინტერრელიგიური კალენდარი საჩუქრად გადასცა.

სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, რომელმაც ისაუბრა გამოცემების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენელთა თხოვნით დაწყებული ბიბლიის ბრალილის შრიფტით გამოცემა კვლავაც გაგრძელდება. საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ, სოფიკო ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა.

რელიგიის სააგენტომ უკვე გამოსცა ბიბლიის პირველი და მეორე თავი - „დაბადება“  და „წიგნი გამოსვლათა (გამოსვლა)“. ბიბლიის ბრაილის შრიფტით წაკითხვის სურვილი თავად უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

            სააგენტო მეხუთე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს - ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, რითაც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებას.






View Larger Map