რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს.
მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, გაბრიელ მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.