მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო შშმ პირთათვის
09.12.2021
1 / 1


დღეს, 9 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამართა ონლაინ ტრენინგი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელ შშმ პირებისათვის - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, თემით - საქართველოში გავრცელებული რელიგიები და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სანდრო შეყილაძე, თემით  - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება.

ტრენინგი გაიმართა „2021 წლისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში,

2021 წლისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოკვეთოს ის პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიებები, რომელიც 2021 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას და ინკლუზიური ტოლერანტული გარემოს შექმნას.






View Larger Map