მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო უკრაინელ დევნილებს ეხმარება
01.04.2022
1 / 13


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს. სააგენტოსა და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები დღეს რიყეზე, სასტუმრო „კოპალაში“ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ეწვივნენ. საქართველოში ჩამოსულ ლტოლვილებს მათ ტანსაცმელი, ტკბილეული და საბავშვო სასაჩუქრე ყუთები გადასცეს.

აქციაში მონაწილეობდნენ: თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორი, ჩარლზ ჰობლიცი, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სააგენტოს თანამშრომლები ხატია გაბისონია, ლაშა მჭედლიძე და ოთარ ჭიკაძე.