მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ 2022 წლის რელიგიური კონფესიების თანხები გაანაწილა
14.09.2022
1 / 1


საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ თანახმად, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2022 წლის 12 იანვრის N1/120 რეკომენდაციის საფუძველზე, გაანაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი ოდენობით:

საქართველოს ისლამური თემი - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

საქართველოს იუდეური თემი - 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

 გარდა არსებული თანხებისა, საქართველოს მთავრობის  22 წლის 24 მარტის N524 განკარგულებით, ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის (საქართველოს მუსლიმი თემი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს ებრაელთა კავშირი) 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ. ლარს  1 მლნ. ლარი დაემატა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

უკვე არსებულ დაფინანსებაზე დამატებული თანხა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შემდეგნაირად გადაანაწილა:

საქართველოს ისლამური თემი - 600.000 ლარი

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 200.000 ლარი

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 100 000 ლარი

საქართველოს იუდეური თემი -100 000 ლარი

 

 

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციის, ფაქტობრივი გარემოებებისა და ობიექტური მაჩვენებლების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) გათვალისწინებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 12 სექტემბრის N 1/572 რეკომენდაციით, 2022 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი გადანაწილდა არადისკრიმინაციული და სამართლიანი პროპორციულობით, შემდეგი ოდენობით:

საქართველოს ისლამური თემი - 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

საქართველოს იუდეური თემი - 100 000 ასი ათასი) ლარი.

 

საბოლოოდ, 2022 წელს რელიგიურ ორგანიზაციებზე თანხები ასე გადანაწილდა:

 

 საქართველოს ისლამური თემი - 3 350 000 (სამი მილიონ  სამასორმოცდაათი ათასი) ლარი;

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

საქართველოს იუდეური თემი - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

სულ, 2022 წლის განმავლობაში, 4 რელიგიურ ორგანიზაციაზე გადანაწილდა 5. 500000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.






View Larger Map