მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ 2023-2025 წლების ანგარიში დაასრულა
17.03.2026
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2023-2025 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ორგანიზაციის ანგარიშში ასახულია: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2023-2025 წლებში, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წ.წ.) ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, რელიგიური შემწყნარებლობის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მხრივ გაწეული აქტივობები, სახელმწიფოს ურთიერთობა რელიგიურ ორგანიზაციებთან, რელიგიის  სააგენტოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში, შეხვედრები და საქველმოქმედო აქციები, ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2023-2025 წლების ანგარიში ატვირთულია სააგენტოს ვებ გვერდზე - https://religion.gov.ge.






View Larger Map