რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ჰუმანიტარული ტვირთი - 30 ცალი სასაჩუქრე ყუთი და 27 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებს.
ეპარქიის სასულიერო პირებმა გაწეული დახმარებისთვის სააგენტოს მადლობა გადაუხადეს.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
