მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
07.06.2022
1 / 8


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლეს, რომლის შემადგენლობაშიც კოლეგა ორგანიზაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საჰიბ ნაგიევი და კომიტეტის თანამშრომლები, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმოადგენდნენ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს თანამშრომლები.

სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, ამ სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების თაობაზე. კერძოდ: მიმდინარე პროექტებზე,  საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაზრდილ დაფინანსებაზე, მეჩეთების გადაცემის თაობაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

აზერბაიჯანის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი და ელჩის პირველი მდივანი, ანარ რასულოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საჰიბ ნაგიევი, კომიტეტის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელნარა კარიმოვა, კომიტეტის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსი, ჯაჰანდარ ალიფზადე, თეოლოგიის ინსტიტუტის რექტორი, აგილ შირინოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, ფახრი ჰაჯიევი, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, ნარიმან ორუჯალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის დეპარტამენტის უფროსი,  ვუსალ მამედოვი.






View Larger Map