მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ და ბაპტისტურმა ეკლესიამ საქველმოქმედო აქცია გამართეს
03.12.2025
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს  ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა დღეს მორიგი, ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ ჰუმანიტარული ტვირთი - 36 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხეს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის წარმომადგენლებს.

სკოლის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული დახმარებისათვის.

აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი დავით გოლიაძე.






View Larger Map