მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ საქველმოქმედო აქცია გამართეს
15.05.2025
1 / 6


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გარდაბნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ოჯახებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 20 ფუთა ტანსაცმელი და 30 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა გაწეული დახმარებისათის  აქციის ორგანიზატორებს  მადლობა  გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი  ტარიელ პაპინაშვილი და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა  მჭედლიძე.






View Larger Map