მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ დედათა და ბავშვთა თავშესაფარს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
23.12.2025
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ თბილისის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვივნენ და საჩუქრად ტკბილეულობის 20 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.

თავშესაფრის ხელმძღვანელმა, მონაზონმა ბარბარემ აქციის ორგანიზატორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი  ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.

 






View Larger Map