საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს მფარველი წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გიორგობის დღესასწაულებს ტრადიციულად, კახის რაიონში, თანამემამულეებთან ერთად ზეიმობს. ტრადიცია არც წელს დაირღვა - დელეგაციის წევრები კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა ამავე ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრემ (ხუმარაშვილი) და მღვდელმა ტარიელმა (ფოლადაშვილი) აღავლინეს.
წირვის დასრულების შემდგომ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
კახში იმყოფებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, გიორგი ზაქარაშვილი, საელჩოს თანამშრომლები და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი.
დელეგაცია ხვალ ბაქოში, აზერბაიჯანის რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, რამინ მამადოვს შეხვდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
