მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ „კათარზისში" საქველმოქმედო აქცია გამართა
30.08.2022
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს  ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,  საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისი“-ს ბენეფიციარებს დაეხმარა. „კათარზისში“ გაწევრიანებულ 460-მდე სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს და 133 უკრაინელ ლტოლვილს ამჯერად გერმანიიდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება, საკვები პროდუქტები გადასცეს. კათარზისის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს დახმარებისა და გვერდში დგომისათვის.

ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირს მსგავსი აქციები მომავალშიც აქვთ დაგეგმილი.






View Larger Map