მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა
04.05.2026
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს N11  არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. დაწესებულებაში 81 არასრულწლოვანია. სტუმრებმა მათ 60 ცალი ბიბლია და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული დახმარება, 52 ცალი სასაჩუქრე ტკბილეულის ყუთი გადასცეს.

აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N11 არასრულწლოვანთა დაწესებულების წამყვანი სპეციალისტი ია იმერლიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი სერგო კერესელიძე.






View Larger Map