მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ პენიტენციური სამსახურის მოხელეებისთვის ტრენინგი გამართა
11.02.2026
1 / 11


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჯარო მოხელეებს უმასპინძლა. შეხვედრა გახსნა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“ ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძემ. „რელიგიები საქართველოში“ - ასეთი იყო  სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, სერგო ფარულავას ლექციის თემა.

შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებს საინტერესო ლექციებისთვის. ღონისძიების მონაწილეები სააგენტომ ბიბლიით დაასაჩუქრა.

ტრენინგი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ  ცნობიერების  ამაღლების მიზნით ჩატარდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს განაგრძობს.






View Larger Map