რელიგიის სააგენტომ პრაღის კონფერენციის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“ ფარგლებში გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გამართა. პუბლიკაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული სალოცავების სავალალო მდგომარეობას ეხება.
რელიგიის სააგენტოს ბანერთან გამოფენილ წიგნებს გაეცნენ კონფერენციის მონაწილეები - სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები და ჟურნალისტები.
პრეზენტაცია ჰოლოკოსტის, რელიგიათა შორის დიალოგისა და რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ალიანსის (IRFBA) მოქმედი თავმჯდომარის, რობერტ რეჰაკის მხარდაჭერით გაიმართა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
