მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ საჩხერეში საქველმოქმედო აქცია გამართა
01.09.2022
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს  ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ამჯერად,  მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გერმანიიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, ტანსაცმლის ფუთები გადასცეს. გიმნაზიაში ორასამდე მოსწავლე იღებს ცოდნას.

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სასულიერო პირებმა და საირხის გიმნაზიის დირექტორმა, ნარგიზ გაბაძემ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის.

ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი.

მსგავსი აქციები სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. 






View Larger Map