რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2024-2026 წლებისთვის) ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს განაგრძობს.
მორიგი ტრენინგი სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ა/რ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს საჯარო მოხელეებისათვის გამართეს. თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი" მონაწილეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა ესაუბრნენ.
ტრენინგს აფხაზეთის ა/რ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი დაესწრო. ტრენინგის ბოლოს 16 საჯარო მოხელეს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა სერთიფიკატები გადასცეს.
რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
