საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული დახმარება - 50 ცალი სასაჩუქრე და 8 ცალი ტკბილეულის ყუთი გადასცეს.
აქციის ორგანიზატორებს სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
