მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა.
23.10.2025
1 / 3


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ საქაშეთს ეწვივნენ, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 94 ოჯახია ჩასახლებული. მათ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება, 25 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს დევნილ მოსახლეობას.

აქციას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა გაწეული დახმარებისათვის  აქციის ორგანიზატორებს  მადლობა  გადაუხადა

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.






View Larger Map